VIDEO: სიტიმ ლივერპული გაანადგურა - მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ლივერპული მიიღო.
სტუმართა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მე-13 წუთზე ერლინგ ჰალანდის დარტყმული პენალტი მოიგერია.
ამის მიუხედავად, 29-ე წუთზე ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გოლის გატანა მაინც მოახერხა და ანგარიში გახსნა. 38-ე წუთზე ლივერპულს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ვირჯილ ვან დაიკის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ტაიმის ბოლოს ნიკო გონსალესის დარტყმის შემდეგ ბურთი ვან დაიკს მოხვდა და რიკოშეტით გოლი გავიდა, პირველი ტაიმი კი 2-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სიტიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 63-ე წუთზე ჟერემი დოკუმ შორეული გასროლით მოახერხა თავის გამოჩენა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
მანჩესტერ სიტიმ ამ მოგებით 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 4 ქულაა. ლივერპული კი 18 ქულით მე-8 ადგილზეა და მესამეადგილოსან ჩელსის 2 ქულით ჩამორჩება.