სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა ვარსკვლავების გარეშე დარჩეს.
როგორც კატალონიური წყარო იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტის, ლულას სურვილია, რომ ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გამოიძახონ.
მისი აზრით, ბრაზილიელებს, რომლებიც ევროპაში ასპარეზობენ, საერთაშორისო ასპარეზზე ნაკრების წარდგენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკრებში აღარ იხმობენ ვინისიუსს, როდრიგოს, რაფინიას და სხვა ევროპაში მოთამაშე ვარსკვლავურ ფეხბურთელებს.
ლულა აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდეს და თავისი ეს სურვილი გამოუთქვას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები