Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჰკითხეს, წინა ბრძოლიდან ზედმეტად ადრე ხომ არ დაბრუნდა.
2023 წლის ოქტომბერში, ვოლკანოვსკი ზედა წონის დივიზიონში ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით დამარცხდა და დღევანდელი მარცხის შემდეგ, ბევრმა ივარაუდა, რომ ავსტრალიელი მებრძოლი ოქტაგონზე ნოკაუტის შემდეგ ზედმეტად ადრე დაბრუნდა. თუმცა, თავად ის ასე არ ფიქრობს:
„არ მინდა, თოფურიას რაიმე დავაკლო. არ აქვს აზრი საუბარს რა იქნებოდა ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის ასეთი ძალით ყბაში მოგარტყამს, აუცილებლად წაიქცევი. მთავარია მოახლოვების და შენი გამოჭერის საშუალება არ მისცე, თორემ თუ გამოგიჭირა და ამ ძალით დაგარტყა, ნებისმიერ შემთხვევაში დაგაგდებს.
ამ მომენტამდე მის დარტყმებს კარგად ვუმკლავდებოდი, თავსაც კარგად ვგრძნობდი, წონაც კარგად ჩავაბარე, ამიტომ არ ვფიქრობ რომ ადრე დავბრუნდი.
მზად ვარ თუ არა 3-4 თვეში რემატჩისთვის? არ მინდა ვადებზე ლაპარაკი, მე უბრალოდ რემატჩი მინდა." - აღნიშნა ვოლკანოვსკიმ.
კომენტარები
5 საათის წინ
1 დღის წინ
5 საათის წინ
3 საათის წინ