Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქუთაისის ტორპედოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა, ნაკრებში გიორგი არაბიძის არ გამოძახებაზე ისაუბრა.
„მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო, არაბიძეს აუცილებლად გამოვიძახებდი. არაბასთან შეხება კონკრეტულად მოედანზე მქონდა. ვიღაც საუბრობს, რომ მას ცუდი ხასიათი ჰქონდა ან რაღაც, მაგრამ ხასიათი ყველას ცუდი გვაქვს.
უშუალოდ საფეხბურთოდ რომ ავიღოთ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კრეატიული ფეხბურთელი, როგორიც არაბაა, შეიძლება თავიდანვე არ დააყენო, მერე შეიყვანო, თუნდაც 5 წუთი რომ ათამაშო, მას შეუძლია რაღაც არაორიდინალური მოიფიქროს.
თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ სანიოლმა შეცდომა დაუშვა. მის კომპეტენციაში ჩარევის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, ჩემს აზრს იმიტომ ვამბობ, რომ შესაძლოა, უშუალოდ არაბიძეზე დღევანდელი ნაკრების მწვრთნელზე მეტი ვიცოდე." - აღნიშნა ჩხეტიანმა "შუადღე ქუთაისის" ეთერში.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ