Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, ვალენსიასთან დამარცხების (0:1) შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.
ვალენსიას ქართველმა მეკარემ აღნიშნულ შეხვედრაში 8.0 შეფასება მიიღო და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ერთადერთი გოლი კი მე-40 წუთზე უგო დურომ გაიტანა.
„მეორე ტაიმში გუნდი მოედანზე ქულის გადასარჩენად გამოვიდა. თუმცა, უიღბლობამ, მეტოქის კართან ცუდმა გადაწყვეტილებებმა და გიორგის დიდებულმა თამაშმა ამის საშუალება არ მოგვცა...
რთული თამაში გამოვიდა. გუნდმა თავისი სახე გამოაჩინა, ყველაფერი გაიღო, თუმცა არ გამოვიდა.
მეტოქის გოლი მაშინ გავიდა, როცა კარგად გამოვიყურებოდით. იქამდე, ვალენსიას აშკარა საგოლე შანსებიც არ ჰქონია. ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ შეტევაში არასწორმა გადაწყვეტილებებმა და სისწრაფის ნაკლებობამ თავისი როლი შეასრულა. გარდა ამისა, გიორგი მართლა სენსაციური იყო." - აღნიშნა ბორდალასმა.
ცნობისთვის, ხოსე ბორდალასი ვალენსიაში 2021-2022 წლებში მუშაობდა და მამარდაშვილმა გუნდში მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ მის დროს მიაღწია და ძირითადის ფეხბურთელიც ესპანელი მწვრთნელის ხელში გახდა.
კომენტარები
3 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ