Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ სადღეისოდ ათი საუკეთესო მარცხენა ვინგერი დაასახელა.
პირველი ადგილი მადრიდის რეალის ვარსკვლავს, ვინისიუს ჯუნიორს ერგო, ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კი მეოთხე პოზიციაზე გაიყვანეს.
ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ვინისიუსი (რეალი)
2. რაფა ლეაუ (მილანი)
3. გაბრიელ მარტინელი (არსენალი)
4. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
5. მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)
6. ლუის დიასი (ლივერპული)
7. ჟერემი დოკუ (სიტი)
8. კინგსლი კომანი (ბაიერნი)
9. ნიკო უილიამსი (ბილბაო)
10. მარკუს რაშფორდი (მან იუნაიტედი).
ცნობილი ჟურნალი კვარას ასე ახასიათებს:
ხვიჩა კვარაცხელია ფაქტობრივად არსაიდან გამოჩნდა და ერთ წელში სამშობლოში თამაშიდან ნაპოლიმდე მოვიდა და ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის შედეგები გუნდურად გაუარესდა, სწორედ ქართველი უნარჩუნებს გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს. თუ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე შორს გავა და მომდევნო წლის გათამაშებაშიც გაინაღდებს მონაწილეობას, ამის მთავარი შემოქმედიც სწორედ კვარაცხელია იქნება.
კომენტარები
13 საათის წინ
17 საათის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ