Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად მონცა 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა ჯურიჩის გოლით 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ გუნდებმა 55-დან სიგიჟე შვიდწუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს, რომლის განმავლობაშიც ოთხი ერთმანეთზე ლამაზი გოლი ვიხილეთ.
ჯერ ოსიმენმა გაათანაბრა, ორ წუთში შორიდან ჯერ პოლიტანომ გაისროლა საოცრად, შემდეგ კი ჟელინსკიმ, 62-ზე კი მასპინძლების ლამაზი გოლით ანგარიში 3:2 გახდა.
მატჩში წერტილი 68-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შემოსულმა ჯაკომო რასპადორიმ, პირველივე შეხებით დასვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა, მოედანზე 68 წუთში ერთი საგოლე პასი მიითვალა და SofaScore-სგან 7.3 შეფასება მიიღო.
ნაპოლიმ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 48 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
კომენტარები
14 საათის წინ
18 საათის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ