Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებების გახსენებას და პოლონეთთან თამაშის ჯერი დადგა.
საქართველო 3:0 პოლონეთი
1997 წლის 11 ოქტომბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, 22 ათასი მაყურებელი
მატჩის დღეს, გამოცემა სარბიელი სენსაციური და ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაციით გამოვიდა - "დღეს, დავით ყიფიანი ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში თავის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს".
აღნიშნული ინფორმაცია ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა 10 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზით, მარტო სარბიელის ჟურნალისტს, კობა ინასარიძეს გაანდო.
ეს ინფორმაცია სრული სიმართლე აღმოჩნდა - წლის დასაწყისში ნაკრების სათავეში მოსულმა მწვრთნელმა იმავე წლის ბოლოს გადადგომა გადაწყვიტა.
1998 წლის მუნდიალის შესარჩევის ბოლო ტურში, საქართველოს ტურნირზე მოხვედრის ყველანაირი შანსი უკვე დაკარგული ჰქონდა - ყიფიანის გუნდი 7 ქულით მე-4 ადგილს იკავებდა და მხოლოდ ბოლოადგილოსან მოლდოვას უსწრებდა.
ამიტომ, ბიჭები მოედანზე პირწმინდად ყიფიანის კარგად გაცილების და მაყურებლისთვის სანახაობის ჩუქებისთვის გამოვიდნენ.
ყიფიანმა მოედანზე შემდეგი თერთმეტეული დააყენა:
ტოგონიძე, ლობჟანიძე, შელია, ცხადაძე, ჩიხრაძე, ნემსაძე, ყაველაშვილი, ქეცბაია (კიკნაძე, 88), გახოკიძე (ჯამარაული, 63), შოთა არველაძე, აჩი არველაძე (გოგიჩაიშვილი, 82).
გაძევება: ყაველაშვილი - 77 (მეორე ყვითელი ბარათი).
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა, ანგარიში 55-ზე აჩი არველაძემ გახსნა, 70-ზე კახა ცხადაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, წერტილი კი 75-ზე თემურ ქეცბაიამ დასვა და საქართველოს გამანადგურებელი გამარჯვება მოუტანა.
მართალია, ამ გამარჯვებით პოლონეთს ქულებით გავუტოლდით, თუმცა ცხრილში მათი გადასწრება მაინც ვერ მოხერხდა - ორივე გუნდს 10 ქულა ჰქონდა, ორივე გუნდის ბურთების სხვაობა -2 შეადგენდა, თუმცა პოლონეთმა ჯგუფში 10 გოლის გატანა მოახერხა, ჩვენ კი შვიდის, რის გამოც მესამე ადგილზე მაინც პოლონელები გავიდნენ.
ასეა თუ ისე, დავიდ ყიფიანმა სიტყვა შეასრულა და ეს მისთვის უკანასკნელი მატჩი იყო საქართველოს ნაკრების სათავეში პირველი ყოფნისას.
კომენტარები
7 საათის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ