11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ჩელსიმ შინ ბორნმუთს ვერ მოუგო.
შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი პენსიონერებმა პალმერის გოლით მოიგეს, თუმცა 50-ზე პატრიკ კლუივერტმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, 68-ზე კი სემენიომ რობერტ სანჩესის გოლი მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით აიღო.
ყველაფერი ჩელსის მარცხისკენ მიდიოდა, თუმცა ქულის გადარჩენა 90+5 წუთზე რის ჯეიმსის გოლით მოხერხდა.
ჩელსიმ ეპლ-ში ზედიზედ მე-5 მატჩი ვერ მოიგო (3 ფრე, 2 მარცხი), 37 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები