-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში ცხრილის ლიდერმა ლივერპულმა ნოტინგემთან ქულები დაკარგა.
შეხვედრა სტადიონ სიტი გრაუნდზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
მე-8 წუთზე ნუნო ეშპირიტუ სანტუს გუნდი კრის ვუდის გოლით დაწინაურდა და მთლიანობაში უპირატესობასაც ფლობდა.
შესვენების შემდეგ არნე სლოტმა 66-ე წუთზე ცვლილებები გამოიცნო - მოედანზე შემოსულმა ციმიკასმა უმალვე კუთხური მოაწოდა, რასაც ასევე იმ წუთის შემოსული დიოგუ ჟოტას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.
გოლის შემდეგ ლივერპული გამარჯვების მოსაპოვებლად მეტოქეს ფრთებშესხმული უტევდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად მეტოქის კარის აღება ვეღარ შეძლო.
ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, 47 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე ნოტინგემია 41 ქულით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები