4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Transfermarkt-მა ფრანგული ლიგა 1-ს ფასები განაახლა.
ამ განახლების შედეგად საფრანგეთის ჩემპიონატში სამივე მოთამაშე ქართველის ფასი შეიცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ დაიკლო და ის 85-ს ნაცვლად 80 მილიონ ევროდ ფასდება. თუმცა, ამის მიუხედავად, კვარა მაინც ლიგა 1-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ რჩება.
სამაგიეროდ, ღირებულება მოემატათ ზურიკო დავითაშვილს და ჟორჟ მიქაუტაძეს, რომლებიც ბოლო განახლებასთან [10 დეკემბერი 2024] შედარებით 2 მილიონით გაძვირდნენ.
ზურიკოს ფასი 8-ს ნაცვლად 10 მილიონი ევრო გახდა, მიქაუტაძე კი ამიერიდან 18-ს ნაცვლად 20 მილიონი ევრო ღირს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები