Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩის გმირმა, ბუდუ ზივზივაძემ, განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მატჩი კარიერაში? ალბათ კი, იმიტომ რომ ნაკრებში ასეთი თამაში არ ჩამიტარებია, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში.
ორი გოლი გავიტანე, უბედნიერესი ვარ. ალბათ, მამაჩემის მერე ყველაზე ბედნიერი ადამიანი მე ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს მისთვის.
ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ, ყველამ მაგრად ითამაშა დღეს, ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით ყველაფერში. 26 ვართ შეკრებაზე და ყველას დამსახურებაა, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ.
როგორც ვთქვი, საქმის მხოლოდ ერთი პროცენტი გაკეთდა და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ.
რა მითხრა მოედნიდან გასვლის შემდეგ გიორგი კაციტაძემ? როცა ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოვება იყო, მაშინ ვუთხარი, რომ ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ, ფინალში კი კვარა რომ დაგვემატება კვარამ მიხედოს-მეთქი და რაც ვთქვი, ისეც მოხდა. ძალიან ბედნიერი იყო, ყველამ ვიცით რა შეცდომაც დაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა." - თქვა ზივზივაძემ Geo Team-თან საუბარში.
კომენტარები
7 საათის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ