ლეგენდარულმა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ესპანეთის ნაკრების მიერ საფრანგეთის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ როდრი შეაქო.
იბრას თქმით, მანჩესტერ სიტის საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე დიდებული იყო, ესპანეთის შემტევმა სტილმა კი უფერული საფრანგეთის დამარცხებით სპორტული სამართლიანობა აღადგინა.
უნდა აღვნიშნო როდრი - ის მოედანზე ყველგან იყო. რა თამაში ჩაატარა, რა ფეხბურთელია! ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, მაგრამ ამ შეხვედრაში ყველგან თავად იყო. უბრალოდ დიდებული გახლდათ. დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა
ზლატანმა ესპანელთა ტაქტიკურ უპირატესობაზეც გაამახვილა ყურადღება:
პირველიდან ბოლო წუთამდე თამაშს ისინი აკონტროლებდნენ. იყვნენ აქტიურები, ცოცხლები და ყველაფერი უნდოდათ. დარბოდნენ იმ დამატებით მეტრებსაც კი, რაც საჭირო იყო. ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებისთვის შედიოდნენ. როცა უტევდნენ, დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ ძალებში. ყოველი პასი ამბობდა: 'ჩვენ ეს გვინდა'. საფრანგეთის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით იყო
ესპანეთი ახლა 2026 წლის მუნდიალის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირებაში გამოვლინდება.