3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ს მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი სტუმრად ანჟერთან დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ რაიმონ კოპაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა მატჩში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, ჯერ მე-16 წუთზე პენალტით, შემდეგ კი 57-ზე საჯარიმოს გარედან დარტყმით, თუმცა მასპინძლებმა მაინც ორი გოლით მეტი გაიტანეს და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
დავითაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო, 7.8 შეფასება დაიმსახურა (ამდენივე მიიღო მასპინძელთა მცველმა, ფლორან ჰანინმა).
სენტ-ეტიენის განკარგულებში 2 გამარჯვება დარჩა და გუნდი 7 ქულით გასავარდნ ზონას 1 ქულით არის მოცილებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები