სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილმა სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Sofascore-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა.
სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, რომლებმაც დუბლები შეასრულეს. ზურიკომ 2 გოლი ანჟერს გაუტანა, გიორგიმ კი - ოსერს.
დავითაშვილმა შეფასების სახით 7.8 ქულა დაიმსახურა, მიქაუტაძემ კი - 9.0. ამ სეზონში პირველად ფიქსირდება ფაქტი, როცა 2 ქართველი ერთად მოხვდა ტოპ 5 ჩემპიონატის კვირის საუკეთესო გუნდში.
ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში ზურიკო დავითაშვილი საუკეთესო ხუთეულშია, სენტ-ეტიენის ქართველი შემტევის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. პირველ ადგილზე პსჟ-ს ფრანგი მოთამაშე, ბრედლი ბარკოლაა 8 გოლით.
გიორგი მიქაუტაძემ კი ლიონში თავისი გოლების ანგარიში სწორედ ოსერთან გახსნა, მის აქტივში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაცაა.
Mikautadze with his two first goals of the season 🇬🇪🎯 pic.twitter.com/L9hrHTaflw
— Ligue 1 English (@Ligue1_ENG) October 28, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები