Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
29 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 2-ს მატჩში ზურიკო დავითაშვილის ბორდო სენტ ეტიენს ესტუმრა.
შეხვედრა 33-ე ტურში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ზურიკო დავითაშვილმა მოედანზე 83 წუთი გაატარა და 42-ე წუთზე პედრო დიასმა ანგარიში სწორედ ქართველის საგოლე პასით გახსნა.
თუმცა, ჟირონდინელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ტურნირის ერთ-ერთი ლიდერისგან მატჩის მიწურულს (90+1 და 90+4) წუთებზე ორი გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.
ზურიკომ ამ მატჩისთვის გამოცემა SofaScore-სგან 7.2 შეფასება მიიღო, ბორდომ კი ბოლო 5 მატჩში მე-3 მატჩი წააგო და 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ბორდო კლასში ასამაღლებელი პლეი-ოფის მომტან მე-5 ადგილს 9 ქულით ჩამორჩება, გასარდნ ზონას კი მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.
კომენტარები
9 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
7 საათის წინ