ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ-სთან გამოვარდნით, ბარსელონამ 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა.
ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, ფიფას რეიტინგში ატლეტიკოს გადასასწრებად, ამ სეზონში ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდულ კლუბზე შორს სჭირდებოდა გასვლა.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ეს გუნდი ერთიდაიგივე ეტაპზე გავარდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა მადრიდის ატლეტიკომ მოიპოვა, ბარსელონა კი ტურნირს გამოტოვებს.
მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი 2025 წლის ზაფხულში გაიმართება, მასში მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს, საიდანაც ევროპული 12 იქნება. ყველა გუნდი მასში მონაწილეობისთვის 50 მილიონ ევროს მიიღებს.
ამრიგად, 11 მონაწილე გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან:
ინგლისი: მან სიტი, ჩელსი
ესპანეთი: რეალი, ატლეტიკო
გერმანია: ბაიერნი, დორტმუნდი
იტალია: ინტერი, იუვენტუსი
პორტუგალია: ბენფიკა, პორტო
საფრანგეთი: პსჟ
ბოლო ადგილი არსენალსა და ზალცბურგს შორის თამაშდება - საკლუბო მუნდიალზე მოსახვედრად ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოეფიციენტის მიხედვით, ტურნირზე ზალცბურგი ითამაშებს.
კომენტარები
2 თვის წინ
2 თვის წინ
19 საათის წინ
2 საათის წინ