ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2025 წელს აშშ-ში FIFA-ს პირველი გაფართოებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 19 უკვე ცნობილია. დანარჩენი მონაწილეები კი მომდევნო კვირებში გაირკვევა.
ახალ 32-გუნდიან ტურნირზე კლუბები 6 კონფედერაციიდან იქნებიან წარმოდგენილი: ევროპა (უეფა), აზია (AFC), სამხრეთ ამერიკა (კონმებოლი), ჩრდილო, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები (კონკაკაფი), ოკეანეთი (OFC) და აფრიკა (CAF).
სტატიაში გაეცნობით, რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ გათამაშებაში.
ევროპა (უეფა)
ევროპული კლუბებისთვის 12 ადგილია გამოყოფილი, საიდანაც 8 უკვე დაკავებულია.
მანჩესტერ სიტი, რეალი და ჩელსი, როგორც კონტინენტის ჩემპიონები, მიიღებენ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას. ბაიერნმა, პსჟ-მ, ინტერმა, პორტომ და ბენფიკამ კი ტურნირზე მონაწილეობა ევროპული რეიტინგით დაიმსახურეს.
ეს ნიშნავს, რომ 4 ადგილი კვლავ ვაკანტურია: ერთი ჩემპიონთა ლიგის ახალი გამარჯვებულისთვის არის განკუთვნილი, თუ ჩემპიონი ზემოთ აღნიშნული რომელიმე გუნდი გახდა, მაშინ მონაწილეები რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება.
იტალია
ნაპოლი და ლაციო კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე არიან და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე ადგილს დაიკავებენ, თუმცა მათ რეიტინგის საშუალებითაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
ვინაიდან ინტერი უკვე კვალიფიცირებულია და ერთ ქვეყანას მხოლოდ 2 გუნდი წარადგენს, მხოლოდ იუვენტუსს, ნაპოლისა და ლაციოს შეუძლიათ დარჩენილი 1 ადგილის დაკავება.
ლაციოს ამისთვის მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სჭირდება, რაც კლუბს რეიტინგში 12 ქულას მოუტანს. შეგახსენებთ, რომ ლაციომ ბაიერნს პირველი 1/8 ფინალური მატჩი 1-0 მოუგო, განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს ჩატარდება.
თუ ლაციომ ეს ვერ მოახერხა, ნაპოლის შეუძლია ლიგაზე კიდევ ორი მატჩის მოგების შემთხვევაში აღნიშნული ადგილი დაიკავოს. პარტენოპეიმ ბარსელონასთან პირველი მატჩი 1-1 დაასრულა, მეორე შეხვედრა კი 12 მარტს გაიმართება.
ამ გუნდებს შორის რეიტინგს ამჟამად იუვენტუსი ლიდერობს, თუმცა ბიანკონერი მეტ ქულას ვეღარ მოიპოვებს. ტურინელები იმ შემთხვევაში კვალიფიცირდებიან თუ ბარსელონა და ბაიერნი თავიანთ დაპირისპირებებში გაიმარჯვებენ.
ესპანეთი
ესპანეთის დარჩენილი ერთი წარმომადგენლის ვინაობას ატლეტიკო, ბარსელონა და სოსიედადი გაარკვევენ. რეალი კი როგორც 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირზე უკვე კვალიფიცირებულია.
სოსიედადისთვის ერთადერთი საშუალება ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, გუნდს პსჟ-სთან პირველი მატჩი 2-0 აქვს წაგებული, მეორე შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.
ატლეტიკოსა და ბარსელონას კი კვალიფიცირება ორივე გზით შეუძლია.
თუ ბარსელონა და სოსიედადი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდებიან, ატლეტიკო საკლუბო მუნდიალზე ავტომატურად გავა.
ბარსელონა კი ლიგის 1/2 ფინალში უნდა გავიდეს და ამასთან ატლეტიკომ და სოსიედადმა თავიანთი შანსები ვერ უნდა გამოიყენონ. ბლაუგრანა ნაპოლის 12 მარტს უმასპინძლებს (პირველი მატჩი 1-1).
გერმანია
დორტმუნდის ბორუსია და ლაიფციგი შეეცდებიან მუნდიალზე ბაიერნს შეუერთდნენ.
ლაიფციგი, რომელიც 6 მარტს მადრიდს ეწვევა (პირველი მატჩი 1-0 წააგო რეალთან), აუცილებელია, რომ ლიგის 1/2 ფინალში გავიდეს, ყველა სხვა შემთხვევაში ადგილს დორტმუნდი დაიკავებს.
ავსტრია
ზალცბურგი ევროპულ რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ლიგას უკვე გამოეთიშა, მაინც აქვს შანსი, რომ თავისი ადგილი გათამაშებაში დაიკავოს.
თუ ლიგას პსვ, არსენალი და კოპენჰაგენი ვერ მოიგებენ, ზალცბურგი აშშ-ში გაემგზავრება.
გაგაცნობთ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კონფედერაციებიდან გასულ ყველა გუნდს.
ევროპა (12 ადგილი, 8 გარკვეულია)
ჩელსი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბაიერნი (გერმანია)
პსჟ (საფრანგეთი)
ინტერი (იტალია)
პორტო (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
აფრიკა (4 ადგილი, 2 გარკვეულია)
ვიდად ატლეტიკი (მაროკო)
ალ აჰლი (ეგვიპტე)
აზია (4 ადგილი, 2 გარკვეულია)
ალ ჰილალი (საუდის არაბეთი)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
ჩრდილო/ცენტრალური ამერიკა (4 ადგილი, 3 გარკვეულია)
მონტერეი (მექსიკა)
სიეტლ საუნდერსი (აშშ)
ლეონი (მექსიკა)
ოკეანეთი (1 ადგილი)
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
სამხრეთ ამერიკა (6 ადგილი, 3 გარკვეულია)
პალმეირასი (ბრაზილია)
ფლამენგო (ბრაზილია)
ფლუმინენსე (ბრაზილია)
კომენტარები
1 დღის წინ
6 საათის წინ