ჩაბი ალონსოს სურს, რომ რეალმა პსჟ-სთან განადგურებისგან გაკვეთილი აიღოს.
„დასაწყისმა დიდი გავლენა იქონია მატჩის მსვლელობაზე, მე-10 წუთისთვის ყველაფერი არეული იყო. პსჟ არის პროექტი, რომელიც ორი წელია შენდება, ჩვენ კი ახლა ვიწყებთ. ეს არის ნიშანი იმისა, თუ რამდენი შრომა გვაქვს კიდევ წინ.
ორმა სწრაფმა გოლმა დიდი გავლენა იქონია, უკვე მდევრის როლში აღვმოჩნდით. ვიცოდით, რომ ზედმეტად გახსნა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მეტოქე ზედმეტად მაგარია. ამ მარცხისგან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაანალიზებელი გვაქვს.
დღევანდელი მატჩი საასრგებლოა იმის დასადგენად, თუ სად გვაქვს მოსამატებელი. ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ, ვარჯიშების გარეშე 3 კვირა თამაშებს დავუთმეთ და ახლა ვიცით, სად ვიმყოფებით, ვხედავთ, სად გვინდა ყოფნა და ამისთვის მოვემზადებით. ოთხ კვირაში დავბრუნდებით" - აღნიშნა რეალის მთავარმა მწვრთნელმა.