ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში არსენალი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ვულვზს ეწვევა.
შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაცია adjarabetarena-ზე
პრემიერ ლიგის წინა ტურში მეთოფეები მოულოდნელად შინ ასტონ ვილასთან დამარცხდნენ (0:2), რამაც გუნდის საჩემპიონო შანსები საგრძნობლად შეამცირა. ბრძოლაში დასარჩენად, გუნდს აუცილებლად სჭირდება ვულვერჰემპტონის სტუმრად დამარცხება.
ჩემპიონატის გარდა, წარუმატებლობა ეწვნია არსენალს ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც გუნდმა ბაიერნთან ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და ალიანც არენააზე 0:1 (ჯამში 2:3) დამარცხდა, რის გამოც ნახევარფინალში ვერ გავიდა.
ვულვერჰემპტონი
ვულვზი პრემიერ ლიგის ბოლო 4 თამაშია მოუგებელია (2 ფრე, 2 მარცხი)
გუნდმა ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 3 წააგო - იმაზე მეტი, ვიდრე წინა 19 შემთხვევაში
გარი ო'ნილის გუნდმა ბოლო 26 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანა გოლი, როცა თებერვალში ბრენტფორდთან 0:2 წააგო.
ვულვზი ევროპის ტოპ ჩემპიონატების ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში საჯარიმოს ფარგლებს გარედან გოლი ჯერ არ გაუტანია (თუ არ ჩავთვლით ერთ რიკოშეტით გასულ გოლს).
არსენალი
არტეტას გუნდი თავის ისტორიაში პირველად უმიზნებს ზედიზედ ექვს "მშრალ" მატჩს. უკანასკნელად პრემიერ ლიგაში ამის გაკეთება ლივერპულმა შეძლო (2014/15)
მეთოფეებმა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარეს და 15 მოიგეს - ერთადერთი გუნდი, რომელმაც არსენალს ქულები წაართვა - ფულემია (ორჯერ), 1 ფრე და 1 მარცხი
არსენალს ორი გოლი აშორებს გასვლაზე გატანილი გოლების საკუთარი რეკორდის გამეორებამდე - 2010/11 სეზონში ვენგერის გუნდმა სტუმრად 39 გოლი გაიტანა (ახლა 37 აქვს)
მატჩის სასტარტოში დაწყების დროს, ლეანდრო ტროსარი გოლს ყოველ 218 წუთში ერთხელ იტანს, ხოლო ცვლილებაზე შემოსვლის დროს კი - ყოველ 86 წუთში ერთხელ
ბუკაიო საკამ ბოლო შვიდ გასვლით მატჩში რვა გოლში მიიღო მონაწილეობა - 7 გოლი და 1 საგოლე.
ურთიერთშეხვედრები
არსენალი ვულვზთან ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას უმიზნებს.
მეთოფეებმა მგლებს ბოლო 32 მატჩში გაუტანეს გოლი, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია (იგივე ციფრები აქვს გუნდს ვესტ ბრომვიჩთანაც).
მარტინ ოდეგორის ციფრები პრემიერ ლიგის ამ სეზონში: 29 მატჩი, 7 გოლი, 6 ასისტი
ბუკაიო საკას ციფრები პრემიერ ლიგის ამ სეზონში: 30 მატჩი, 14 გოლი, 8 ასისტი
კაი ჰავერცის ციფრები პრემიერ ლიგის ამ სეზონში: 31 მატჩი, 9 გოლი, 5 ასისტი.
კომენტარები
16 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ
7 საათის წინ