ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი ლონდონის არსენალს მიიღებს.
ბაიერნი - არსენალი (23:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
გუნდებს შორის ლონდონური შეხვედრა 2-2 დასრულდა. გოლები საკამ, გნაბრიმ, კეინმა და ტროსარმა გაიტანეს.
გასულ უიქენდზე ბაიერნმა ბუნდესლიგაში კიოლნი 2-0 დაამარცხა გერეიროსა და მიულერის გოლებით, თუმცა მიუნხენენელებისთვის სამწუხაროდ ბაიერ ლევერკუზენმა 5 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.
არსენალი კი ემირეითსზე ასტონ ვილასთან შეხვედრა 0-2 დათმო და პრემიერ ლიგის ლიდერ მანჩესტერ სიტის 2 ქულით ჩამორჩება.
ალიანს არენაზე გადამწყვეტი მატჩი იმითაც იქნება საინტერესო, რომ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ინგლისურ დუელს გუნდების ლიდერებს შორის.
ბაიერნის მთავარი დამრტყმელი ძალა ჰარი კეინი იქნება, რომელმაც გოლი პირველ თამაშშიც გაიტანა და კარიერის განმავლობაში მეთოფეებისთვის ჯამში 15 გოლი აქვს გატანილი. ასე რომ არსენალის მცველები, ინგლისელ ცხრიანს ამ შემთხვევაშიც უნდა უფრთხოდნენ.
საპირისპიროდ ლონდონელთა ლიდერობას ბუკაიო საკა შეეცდება, რომელმაც ასევე შეაგდო 1 კვირის წინ ნოიერის კარში. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ახალგაზრდა შემტევი დღესაც შეეცდება სტატისტიკის გაუმჯობესებას და არტეტას გუნდის შემდეგ ეტაპზე გაყვანას.
რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩის წინ?
ტომას ტუხელი: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ. გვესაჭიროება ვნება და იგივე ტაქტიკური დისციპლინა, როგორიც პირველ თამაშში. ნამდვილად გვინდა ამ მატჩის მოგება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულშემატკივარი მოვიდეს და გაგვამხნევოს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მუხტი, რითიც არსენალს დავამარცხებთ."
მიკელ არტეტა: ყველა იმისთვის მოვემზადეთ, რომ 1/2 ფინალში გავიდეთ. ყველაფერი რაც ამ 10 თვეში და წინა სეზონში გავაკეთეთ ამისთვის იყო. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამას მივაღწიოთ. შეგვიძლია გამარჯვება, მაგრამ შეიძლება წავაგოთ კიდეც. ჩვენ საოცარი თავგადასავალი გვქონდა და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ."
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი - ნოიერი; კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, მაზრაუი; ლაიმერი, გორეცკა; სანე, მიულერი, მუსიალა; კეინი.
არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ; ჰავერცი, ჟორჟინიო, რაისი; საკა, ჟესუსი მარტინელი.
მატჩის მთავარი არბიტრი ნიდერლანდელი დენი მაკელიე იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში მოთამაშეებს 20 ყვითელი ბარათი უჩვენა. მას არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც პენალტი დაუნიშნავს.
კომენტარები
11 საათის წინ
1 საათის წინ
13 საათის წინ