მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის კოპა დელ რეის ბოლო 1/4 ფინალში ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა.
მესტალიაზე გამართული შეხვედრა კატალონიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
ჰეთ-ტრიკით ვალენსიას აღზრდილი შემტევი, ფერან ტორესი გამოირჩა, თითო გოლი კი ფერმინ ლოპესმა და ლამინ იამალმა გაიტანეს.
ბარსამ ვალენსიას ბოლო ორ მატჩში 12 გოლი გაუტანა და თასის 1/2 ფინალში დამაჯერებლად გავიდა - ერთი კვირის წინ გამართულ ჩემპიონატის მატჩში კატალონიელებმა შინ 7:0 მოიგეს.
წინა მატჩისგან განსხვავებით, საბედნიეროდ დღეს ღამურების კარს არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა.
თავის მომავალ მეტოქეს კი ბარსელონა წილისყრის შედეგად, 12 თებერვალს შეიტყობს. ბლაუგრანას გარდა ნახევარფინალში რეალი, ატლეტიკო და სოსიედადი გავიდნენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები