• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
13 ნაკრები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მშრალად გაიარეს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

13 ნაკრები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მშრალად გაიარეს

29 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის გოლგაუშვებლად გავლა მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა - მასპინძელმა მექსიკამ და ესპანეთმა. დღევანდელ ბლოგში იმ გუნდებზე მოგიყვებით, რომელთაც იგივე შედეგის გამეორება მუნდიალების სხვადასხვა წლებში შეძლეს.


სტატისტიკაში არ მოიაზრება მეორე ჯგუფური ეტაპები.


ურუგვაი


ამმხრივ რეკორდსმენი ურუგვაის ნაკრებია - ლა სელესტემ ჯგუფური ეტაპის მშრალად გავლა ხუთ სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო. 1930, 1950, 1954, 2010 და 2018 წლებში - პირველ ორ შემთხვევაში მშრალ ჯგუფურ ეტაპს მსოფლიო ჩემპიონობაც მოჰყვა. აღსანიშნავია რომ 1950 წლის მუნდიალზე ურუგვაის ჯგუფში მხოლოდ ბოლივია ჰყავდა, რომელიც სელესტემ 8:0 დაამარცხა.



აშშ


ბრწყინვალედ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ისტორიაში პირველ მსოფლიო თასზე. ბობ მილარის შეგირდებმა ჯგუფში ორივე მატჩი 3:0 მოიგეს - აშშ-მ ჯერ ბელგია დაამარცხა, შემდეგ კი პარაგვაი. ისტორიულ მუნდიალზე ამერიკელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.



ავსტრია


მანამ სანამ 1954 წლის შვეიცარიის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ავსტრია და შვეიცარია მუნდიალების ისტორიაში ყველაზე შედეგიან მატჩს შემოგვთავაზებდნენ, ავსტრიელებმა ჯგუფი გოლგაუშვებლად გაიარეს - 1:0 შოტლანდიასთან, ხოლო 5:0 ჩეხოსლოვაკიასთან. ბუნდესლანდერებმა შვეიცარიისგან 5 გოლი გაუშვეს, მარა თავად 7 გაიტანეს - ავსტრიამ საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.



ბრაზილია


ურუგვაელთა შემდეგ ამ მხრივ საუკეთესო ნაკრები სელესაოა - ბრაზილიელებმა ჯგუფური ეტაპების მშრალად დაძლევა 1958, 1974 და 1986 წლებში შეძლეს. შვედეთში გამართულ 1958 წლის მუნდიალზე სელესაომ ავსტრია 3:0 დაამარცხა, ინგლისთან უგოლო ფრე ითამაშა, ხოლო საბჭოთა კავშირს 2:0 სძლია - მშრალი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრაზილიელებმა მუნდიალის მოგება პირველად შეძლეს. 



ინგლისი 


სამი ლომის ერთადერთი წარმატებული მუნდიალი სწორედ გოლგაუშვებელი ჯგუფური ეტაპით დაიწყო - ინგლისელებმა ურთულეს ჯგუფში მექსიკასა და საფრანგეთის 2:0 სძლიეს, ხოლო ურუგვაისთან ფრედ 0:0 ითამაშა. მასპინძლებმა მეოთხედფინალში არგენტინა, ნახევარფინალში პორტუგალია, ხოლო ფინალში დასავლეთ გერმანია დაამარცხეს.



მექსიკა 


2026 წლის მუნდიალზე თანამასპინძელი მექსიკა ჯგუფიდან სამი მოგებით გავიდა - ელ ტრიმ გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკას სძლია 2:0, მეორე ტურში სამხრეთ კორეას 1:0, ხოლო ბოლო ტურში მასპინძლებმა  ჩეხები გაანადგურეს - 3:0. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ელ ტრიმ საშინაო მოედნებზე გამართულ ჯგუფურ მატჩებში გოლი არ გაუშვა -  მსგავსი შედეგი დააფიქსირა ელ ტრიმ 1970 წელს მექსიკაში გამართულ მუნდიალზეც.



იტალია


აძურიმ ოთხჯერ შეძლო სანუკვარი მსოფლიო თასის დაუფლება, მაგრამ ჯგუფური ეტაპი უგოლოდ არცერთ შემთხვევაში გაუვლიათ. იტალიელებმა ამ შედეგის მიღწევა 1970 და 1990 წლებში შეძლეს. განსაკუთრებული იყო 1970 წლის შემთხვევა, როდესაც სკუადრა აძურამ ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ენრიკო ალბერტოსიმ კარი ყველა ჯერზე მშრალად შეინახა - იტალიელებმა ჯგუფში ურუგვაისა და ისრაელს უგოლო ფრეები ეთამაშნენ, ხოლო შვედეთი ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. ლურჯები ფინალში გავიდნენ, სადაც ბრაზილიასთან 4:1 დამარცხდნენ.



შვედეთი


ჯგუფურ ეტაპზე გოლგაუშვებელი გუნდების სიაში საკუთარი ადგილი შვედეთის ნაკრებიც ხვდა წილად - 1974 წლის მუნდიალის ჯგუფში შვედებმა პირველ ორ ტურში ორი 0:0-ის შემდეგ ურუგვაის 3:0 სძლიეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილით გადავიდნენ, რომლის დაძლევაც სკანდინავიელებმა ვეღარ შეძლეს.



დასავლეთ გერმანია


1978 წელს არგენტინაში გამართულ მუნდიალზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში პოლონეთთან, მექსიკასთან და ტუნისთან ერთად მოხვდნენ - ბუნდესნაკრებმა ევროპელებთან და აფრიკელებთან უგოლო ფრე ითამაშა, ხოლო  ჩრდილოეთამერიკელები 6:0 გაანადგურა. ჯგუფიდან მეორე ადგილით გასულმა დასავლეთ გერმანიამ მეორე ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვეღარ შეძლო.



არგენტინა


წლევანდელ მუნდიალზე არგენტინის მშრალი სერია მუსა თამარიმ შეწყვიტა - ჯგუფური ეტაპის ერთადერთი გოლი ემი მარტინესის კარში იორდანიელმა ფორვარდმა გაიტანა. ალბისელესტეს უგოლო ჯგუფური ეტაპი კი 1998 წლის მსოფლიო თასზე შედგა - პასარელას შეგირდებმა ჯგუფში იაპონია და ხორვატია მინიმალური სხვაობით დაამარცხეს, ხოლო იამაიკა 5:0 გაანადგურეს. ინგლისთან გამართული დრამატული მერვედფინალის შემდეგ, სამხრეთამერიკელები დენის ბერგკამპმა დაამწუხრა.



შვეიცარია


შვეიცარიელები 2006 წლის მუნდიალს ისე დაემშვიდობნენ, რომ თამაშიდან გოლი არ გაუშვიათ. წითელმა ჯვაროსნებმა ჯგუფში საფრანგეთთან ფრედ ითამაშეს, ხოლო ტოგოსა და სამხრეთ კორეას 2:0 სძლიეს. იაკობ კუჰის გუნდმა არც მერვედფინალში გაუშვა გოლი - უკრაინასთან 120 წუთიანი უგოლო ფრის შემდეგ, შვეიცარია პენალტების სერიაში დამარცხდა.



პორტუგალია


მართალია პორტუგალიელებისთვის 2010 წლის მუნდიალი ადრე დასრულდა, მაგრამ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონებთან გამოვარდნამდე კრიშტიანუს გუნდმა ჯგუფი გოლგაუშვებლად დაასრულა - კარლოს კეირუშის შეგირდებმა ბრაზილიასთან და კოტ - დ’იუართან უგოლო ფრეები ითამაშეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა 7:0 გაანადგურეს.



ესპანეთი 


ფურია როხა წლევანდელი მუნდიალის მეორე გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის გოლგაუშვებლად დასრულება შეძლო - კაბო-ვერდესთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, დე ლა ფუენტეს შეგირდებმა საუდის არაბეთის ნაკრები 4:0 გაანადგურეს. ბოლო ტურში ესპანელებმა ურუგვაის ალექს ბაენას ერთადერთი გოლით სძლიეს.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

აშშ
ავსტრია
ბრაზილია
ესპანეთის ნაკრები
გერმანიის ნაკრები
ინგლისის ნაკრები
იტალიის ნაკრები
მექსიკა
პორტუგალიის ნაკრები
შვედეთი
შვეიცარიის ნაკრები
ურუგვაი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანური დომინაცია ევროპაში - სიღრმისეული ანალიზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანური დომინაცია ევროპაში - სიღრმისეული ანალიზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-მ არგენტინელი ფეხბურთელები უმკაცრესად დასაჯა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-მ არგენტინელი ფეხბურთელები უმკაცრესად დასაჯა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 აგვ, 2026

ოფიციალურად: იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

News image

19 აგვ, 2026

ესპანური დომინაცია ევროპაში - სიღრმისეული ანალიზი

News image

21 აგვ, 2026

FIFA-მ არგენტინელი ფეხბურთელები უმკაცრესად დასაჯა

News image

16 სთ წინ

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება