სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
24 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შვეიცარიაში მიმდინარე ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრაგედია დატრიალდა.
18 წლის მურიელ ფურერი ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც წინა დღით, ჯგუფურ რბოლაში მონაწილეობისას დაეცა და თავის ტრავმა მიიღო.
თუმცა, მიუხედავად უამრავი კამერისა, თვითონ ვარდნა არავის არ უნახავს. ასევე, უცნობია ზუსტი ადგილი და გარემოებებიც.
ორგანიზატორებმა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით პრესკონფერენციაც ჩაატარეს, თუმცა ამისგან ტრაგედია კიდევ უფრო მეტად ბურუსით მოცული გახდა.
ფურერი ივლისში 18 წლის გახდა. ის შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი იყო.
ციურიხში გამართული ჯგუფური რბოლის დაწყებისას, ფიურერი რიგით 44-ე იყო.
„ჯგუფური რბოლის დაწყებისას ძლიერი წვიმა იყო. სავარაუდოდ, ფიურერი უსტერის და ციურიხის ტყეში, 73-ე კილომეტრზე დაეცა. დაცემის ზუსტ ადგილმდებარეობას ორგანიზატორები რატომღაც არ ასახელებენ, არადა სპორტსმენს GPS-ტრეკერი ეყენა.
მომენტის ვიდეოჩანაწერიც, რატომღაც, არ მოიპოვება.
ფურერი რბოლიდან ვერტმფრენით, თავის მძიმე დაზიანებითა და კრიტიული მდგომარეობით საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ სპორტსმენს დროული დახმარება გაეწია.
თუმცა, შვეიცარიული გაზეთი Neue Zürcher Zeitung სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ერთადერთი ვერტმფრენი ამ დღეს 12:52-ზე გაფრინდა - ჯგუფური რბოლის დასრულებიდან საათზე მეტის შემდეგ. ვარდნა კი, როგორც აცხადებენ, შუა რბოლაში მოხდა.
კლინიკისა და საორგანიზაციო კომიტეტმა პარასკევს პრესკონფერენცია გამართა, მაგრამ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს: "მიმდინარეობს პოლიციური გამოძიება და ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გაგვაჩნია. ამიტომ, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით." - აღნიშნა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლივიე სენამ.
მიუხედავად ფურერის მძიმე ვარდნისა, სავალი ნაწილი დაკორექტირებული არ ყოფილა. მეორე დღეს, კაცთა ჯგუფური რბოლა იმავე გზაზე გაიმართა. მურიელის გარდაცვალების შესახებ რბოლის მსვლელობისას გაირკვა.
უკვე ქალთა ჯგუფური რბოლის დაჯილდოვების ცერემონიაზე, მის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ორგანიზატორები მსოფლიო ჩემპიონატის შეჩერებას განიხილავდა, თუმცა ფურერის ოჯახმა მისი გაგრძელება ისურვა. ტურნირი ამ უიქენდზე დასრულდება.
ეს წელიწადზე ნაკლებ დროში შვეიცარიულ ველოსპორტში უკვე მეორე ტრაგედიაა. 2023 წელს ჯინო მადერი "შვეიცარიის ტურში" ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები