Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი მონაკო მიიღო.
მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, თუმცა ქართველი თამაშში მე-17 წუთზე ჩაერთო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ანგარიში 65-ე წუთზე ელიეს ბენ სეგირმა გახსნა, მე-80 წუთზე კი ლამინ კამარამ მონეგასკების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (0-2).
ლიონი 2-დან 2 მატჩში დამარცხდა და ჯამში 5 გოლი გაუშვა, თავად კი ვერცერთი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ლიონის საშინაო მოედანზეც წარუმატებელი აღმოჩნდა.
ოლიმპიკს კაპიტნის ალექსანდრ ლაკაზეტის დაბრუნებამაც არ უშველა. ლიონი შემდეგ ტურში სტრასბურგს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები