მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღის ადრეულ მატჩებში უხვგოლიანი თამაშები ვიხილეთ.
ჟირონამ საკუთარ მოედანზე ფეიენოორდი მიიღო და 2-3 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი დავიდ ლოპესმა გაიტანა. აქედან 4 წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. ავტოგოლი იანგელ ერერამ მიითვალა, 33-ე წუთზე კი ფეიენოორდი ანტონი მილამბოს გოლით წინ გავიდა. 36-ე წუთზე სტუმრებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა აიასე უედამ პენალტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1-2 დასრულდა.
51-ე წუთზე VAR-მა დავიდ ჰანცკოს თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალა, 67-ე წუთზე ბოიან მიოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა და ჟირონამ ანგარიში კვლავ ვერ გაათანაბრა. საბოლოოდ 74-ე წუთზე დონი ვან დე ბეეკმა მაინც გახადა ანგარიში 2-2, თუმცა კატალონიელებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და 79-ე წუთზე ლადისლავ კრეიჩის ავტოგოლით სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ.
საბოლოოდ ფეიენოორდმა ჟირონა 2-3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა, ჟირონა კი კვლავ უქულოდაა.
პარალელურ შეხვედრაში შახტარი ატალანტასთან 0-3 დამარცხდა. ბერგამოელებმა ჯიმსიტის, ლუკმენისა და ბელანოვას გოლებით იმარჯვეს.
დონეცკელთა შემადგენლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა ირაკლი აზაროვი. 2 ტურის შემდეგ ატალანტას 4 ქულა აქვს, შახტარს კი 1 ქულა აქვს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები