მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მეორე ნახევარფინალში მასპინძელმა გერმანიამ დანიას ბრძოლაში 2:0 აჯობა.
შეხვედრა მოვლენებით გადატვირთული გამოვიდა - მესამე წუთზე შლოტერბეკის გოლი მეკარეზე თავდასხმის გამო გაუქმდა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, რეფერიმ მატჩი ჭექა-ქუხილის გამო შეაჩერა და ფეხბურთელებმა თამაში დაახლოებით 20 წუთში განახლდა და ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში დანიისთვის ნამდვილი დრამა დატრიალდა - ანდერსენმა ჯერ ანგარიში გახსნა, თუმცა გოლი შეტევაში მილიმეტრიანი თამაშგარის გამო გაუქმდა.
ზუსტად წუთნახევარში იმავე ანდერსენის ხელში ბურთის მოხვედრის გამო დანიის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰავერცმა გოლად აქცია და ანგარიში გახსნა.
68-ე წუთზე შლოტერბეკის გრძელი პასის შემდეგ მუსიალამ ევრო 2024-ზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს დაეწია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვირცმაც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა ეს ბურთიც თამაშგარის გამო გაუქმდა.
საბოლოოდ, გერმანიამ მაინც დამაჯერებლად, 2:0 მოიგო და მეოთხედფინალში საქართველო - ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ნ
ნათია ნატროშვილი
დღეს უნდა მოვიგოთ და მერე გერმანიასა მოვუგვარებთ
11 საათის წინ
17 საათის წინ
12 საათის წინ