სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში აიაქსმა იოჰან კრუიფ არენაზე პანათინაიკოსს უმასპინძლა.
პირველი შეხვედრა საბერძნეთში ამსტერდამელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. ამსტერდამულ დაპირისპირებაში აიაქსი ორმატჩიან დუელში გამარჯვებასთან ძირითად დროშივე ახლოს იყო, თუმცა 89-ე წუთზე ტეტემ ანგარიში გახსნა და დამატებითი დრო დაინიშნა.
გამარჯვებული ვერც ექსტრა ტაიმებმა გაარკვია და პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო, სადაც დიდი დრამა დაიდგა. გუნდებს საბოლოო ჯამში 17-17 პენალტის დარტყმა მოუწიათ. პანათინაიკოსის მოთამაშეებმა 5 შანსი ვერ გამოიყენეს, აიაქსის ფეხბურთელებმა კი - 4, შესაბამისად ევროპა ლიგის პლეიოფში ამსტერდამული გუნდი გავიდა.
საინტერესოა, რომ 2 პენალტიდან ვერცერთი გაიტანა აიაქსის თავდამსხმელმა ბრაიან ბრობიმ, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა. ნიდერლანდელთა გმირი 40 წლის მეკარე რემკო პასვეერი გახდა, რომელმაც 5 თერთმეტმეტრიანი აიღო და თავადაც 1 გაიტანა.
პენალტების სერია 25 წუთი გაგრძელდა და ჯამში 25 დარტყმა შესრულდა ზუსტად. აიაქსი ნამდვილ დრამაში გახდა გამარჯვებული და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც პოლონურ იაგელონიას შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები