სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის მე-6 ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე აინტრახტი მიიღო. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ.
ანგარიში მე-18 წუთზე სტუმართა მხრიდან ანსგარ კნაუფმა გახსნა. 27-ე წუთზე კი რაიან შერკიმ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის სტარტზე ლიონმა უპირატესობა მოიპოვა. 50-ე წუთზე მალიკ ფოფანამ გაიყვანა წინ თავისი გუნდი, აქედან 4 წუთში კი ერნესტ ნუამამ გაზარდა ორამდე სხვაობა.
81-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად თამაშში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო.
85-ე წუთზე სხვაობის შემცირება ომარ მარმუშმა შეძლო, თუმცა აინტრახტმა თამაში ვეღარ გადაარჩინა და 3 ქულა ლიონმა მოიპოვა.
მიქაუტაძის გუნდს 6 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ფრანგებს მხოლოდ ლაციო, ატლეტიკი და ანდერლეხტი უსწრებენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები