• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
400 მილიონი: ვინ იყო ის „საიდუმლო კლუბი“, რომელიც მესის ყიდვას ცდილობდა?
ფეხბურთიფეხბურთი

400 მილიონი: ვინ იყო ის „საიდუმლო კლუბი“, რომელიც მესის ყიდვას ცდილობდა?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ „Cadena SER“-თან ინტერვიუში გაამხილა, თუ რაოდენ ახლოს იყო კლუბი ლიონელ მესის დაკარგვასთან.


ნეიმარის პსჟ-ში სკანდალური გადასვლის შემდეგ, კატალონიურ კლუბში პანიკა დაიწყო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კლუბი მზად იყო მესის გამოსასყიდი პუნქტი, 400 მილიონი ევრო, სრულად დაეფარა.


საიდუმლო მყიდველი და არაბული ფული


ბართომეუს თქმით, ფინანსური ოპერაცია სახელმწიფო დონეზე იყო დაგეგმილი: „არაბული ქვეყნიდან ფული ევროპულ ანგარიშებზე უკვე გადარიცხული იყო“. ყოფილმა პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო, რომ საუბარი მანჩესტერ სიტიზე იყო, რითაც სპეკულაციების ახალი ტალღა ააგორა. ვინაიდან იმ პერიოდში ფინანსური რესურსებით მხოლოდ რამდენიმე კლუბი თუ გამოიჩეოდა (მათ შორის ჩელსი, პსჟ ან თავად არაბული კლუბები), მყიდველის ვინაობა კვლავ გამოცანად რჩება.


პანიკა კამპ ნოუზე და „700-მილიონიანი პუნქტი“


ამ საფრთხემ ბარსელონას ხელმძღვანელობა იძულებული გახადა, მყისიერი ზომები მიეღო. მესისთან და მის მამასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, კლუბმა ლიონელის გამოსასყიდი პუნქტი 400-დან 700 მილიონ ევრომდე გაზარდა.

„თუ გამოსასყიდ პუნქტს ზრდი, ვალდებული ხარ, მოთამაშის ხელფასიც გაზარდო,“ - განმარტა ბართომეუმ.

ამ ნაბიჯმა მესის გადაბირების მცდელობა დროებით შეაჩერა, თუმცა, როგორც შემდგომში გამოჩნდა, მესის კონტრაქტის ასეთმა მკვეთრმა გაუმჯობესებამ კლუბის ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, რამაც საბოლოოდ 2021 წელს ლეგენდის კლუბიდან წასვლა გამოიწვია.

ბართომეუს ეს განცხადება ადასტურებს, რომ იმ პერიოდში ბარსელონა რეალურ საფრთხეს გრძნობდა. თუმცა, იმის დაზუსტება, თუ ვინ იყო ის „საიდუმლო მყიდველი“, რომელიც მესის წაყვანას ცდილობდა, კვლავ ბურუსითაა მოცული.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ბართომეუ
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი ფორმულა 1-ის რეკორდს უმიზნებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი ფორმულა 1-ის რეკორდს უმიზნებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი საუკეთესო თერთმეტეულს მიღმა: პირს მორგანის სკანდალური არჩევანი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი საუკეთესო თერთმეტეულს მიღმა: პირს მორგანის სკანდალური არჩევანი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:

News image

9 სთ წინ

მესი ფორმულა 1-ის რეკორდს უმიზნებს

News image

9 სთ წინ

მესი საუკეთესო თერთმეტეულს მიღმა: პირს მორგანის სკანდალური არჩევანი

News image

2 სთ წინ

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება