სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ისრაელი საფრანგეთს დაუპირისპირდა. ლურჯებმა შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მე-7 წუთზე ანგარიში ედუარდო კამავინგას დარტყმის შემდეგ გაიხსნა, როცა ისრაელის ნაკრების მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. 24-ე წუთზე ომრი განდელმანმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე, აქედან 4 წუთში კრისტოფერ ნკუნკუმ ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და ფრანგები კვლავ წინ გაიყვანა, კამავინგამ კი ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის ბოლომდე მინიმალური სხვაობა შენარჩუნდა, თუმცა ბოლოს დეშამის შეგირდებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში სოლიდური გახდა. 87-ე წუთზე მატეო გენდუზიმ შეძლო თავის გამოჩენა, 2 წუთში კი მან უკვე საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა, გოლი კი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (1-4).
პარალელურად ამავე ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა. რომის სტადიო ოლიმპიკოზე იტალიამ ბელგია მიიღო. სკუადრა აძურამ მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და ანგარიში სწრაფი გოლითაც გახსნა. პირველივე წუთზე გოლი ანდრეა კამბიასომ გაიტანა და მასპინძლები წინ გაიყვანა. 24-ე წუთზე კამბიასომ ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი მატეო რეტეგიმ გაიტანა, იტალიელების უპირატესობა კი ორბურთიანი გახდა, თუმცა სპალეტის გუნდის პრობლემები 38-ე წუთიდან დაიწყო, როცა ლორენცო პელეგრინიმ პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა.
რიცხობრივი უპირატესობით ბელგიელებმა პირველივე ტაიმში ისარგებლეს და 42-ე წუთზე დე კუიპერმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ბელგიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემის ავტორმა ლეანდრო ტროსარმა ამჯერად თავად მოახერხა თავის გამოჩენა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში გუნდებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
A ლიგის მე-2 ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 7 ქულით იტალია ლიდერობს, მე-2 ადგილზე საფრანგეთია 6 ქულით, მესამეზე ბელგია 4 ქულით, 0 ქულით კი ისრაელი ბოლოა.
მომდევნო ტურში იტალია ისრაელს უმასპინძლებს, ბელგია კი - საფრანგეთს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები