სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად ქართველი სპეციალისტი 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში ის 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან 21-წლამდე ნაკრების სათავეშია.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილი შესარჩევ ციკლში, 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
U21 ნაკრები პლეიოფისთვის მზადებას აგრძელებს
“პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდეს სიამაყის განცდასთან ასოცირდება, ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა.
განვლილ წლებში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ქვეყნის მეორე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკრებთან ერთად წინ ბევრი გამოწვევა და ახალი მიზანი გველის.” - ციტირებს სვანაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები