3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსი უეფას განცხადებას გამოეხმაურა.
უეფაში დაადასტურეს, რომ ევრო 2024-ის 1/4 ფინალში, ესპანეთისა და გერმანიის მატჩში მსაჯმა შეცდომა დაუშვა - ექსტრა-ტაიმში მუსიალას დარტყმის შემდეგ, ბურთი კუკურელიას მოხვდა ხელში და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.
ტონი კროოსისთვის ეს კარიერის უკანასკნელი მატჩი იყო - ევრო 2024-დან გამოვარდნის შემდეგ, მან კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
„მათ სამი თვე დასჭირდათ იმის ასაღიარებლად, რომ ხელით თამაში იყო. იმის, რაც მაშინ ყველამ წამშივე დაინახა. მადლობა, მაგრამ დიდი ვერაფერი ნაბიჯია.
შემიძლია ამის შემდეგ თავს ევროპის ჩემპიონი ვუწოდო? რაღაც არამგონია." - აღნიშნა ექს-ფეხბურთელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები