სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის თასის 1/8 ფინალში კარლსრუე აუგსბურგს დაუპირისპირდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც 120 წუთი ითამაშა.
მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. კარლსრუეს მხრიდან გოლი 54-ე წუთზე შლოისენერმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი ბუდუმ მიითვალა.
94-ე წუთზე ზივზივაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, 111-ე წუთზე კი ქართველმა მეორე საგოლე პასი მიითვალა და გოლი ვანიცეკს გაატანინა, თუმცა კარლსრუემ გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან.
123-ე წუთზე ვარგასმა ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, მწვრთნელმა ბუდუ 121-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან.
პენალტებში აუგსბურგმა 4-5 იმარჯვა და თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა, კარლსრუე კი გათამაშებას დასანანად დაემშვიდობა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები