5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ასტონ ვილას ფორვარდი ჯონ დურანი რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ალ ნასრში 90 მილიონ ევროდ გადავიდა.
როგორც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, კოლუმბიელი ფეხბურთელი საუდის არაბეთის მეზობელ ქვეყანაში - ბაჰრეინში იცხოვრებს, რომელიც ალ ნასრის სავარჯიშო ცენტრისგან 500 კილომეტრის მოშორებით იმყოფება.
ამის მიზეზი ის არის, რომ საუდის არაბეთის კანონების თანახმად, წყვილმა ერთ სახლში თანაცხოვრებისთვის უნდა იქორწინოს, ფეხბურთელმა კი გამოსავალი მეზობელ ქვეყანაში დასახლებაში იპოვნა.
თუმცა, ამის გამო დურანს ყოველდღიურად ვარჯიშებზე საათნახევრიანი ფრენის შესრულება მოუწევს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები