-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ვარენ ზაირ-ემერიზე ისაუბრა:
"ზაირ-ემერის ახალ კონტრაქტზე თავდაჯერებული ვარ.
მინდა, რომ ის პსჟ-ს სტივენ ჯერარდი გახდეს. ის პარიზიდანაა და უყვარს კლუბი. მსურს, რომ სამუდამოდ აქ დარჩეს.
ვარენი ბრწყინვალე მოთამაშეა და ასევე კარგი ადამიანი, ის ყველასთვის მაგალითია." - უთხრა ალ-ხელაიფიმ Le Parisien-ს.
17 წლის ტალანტი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და მისი კარგი თამაშის გამო უკვე საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.
კომენტარები