-
Aa
+
ფონტის ზომა
ლევერკუზენის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ენფილდზე დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"დიდებული შეგრძნებაა წლების შემდეგ აქ დაბრუნება. ეს ყოველთვის განსაკუთრებულია. მე მიყვარს ეს ქალაქი, აქ ყოფნა და ლივერპულის, როგორც კლუბის, განვითარების ნახვა, ფანტასტიკურია.
ვნახე, რომ კლოპის შემცვლელად მასახელებდნენ, მაგრამ იმ დროს ჩემპიონატის მოგებაზე ვიყავი კონცენტრირებული. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვმუშაობდით, კლუბებთან მოლაპარაკებები არ მქონია." - განაცხადა ესპანელმა.
ჩაბი ალონსო ლივერპულში 2004-2009 წლებში თამაშობდა, დღეს კი მისი ლევერკუზენი ჩემპიონთა ლიგაზე ენფილდს ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები