Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში გრაცის შტურმმა საკუთარ მოედანზე ვოლფსბერგერი მიიღო. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველები - ოთარ კიტეიშვილი და სანდრო ალთუნაშვილი.
ორივე ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, გამარჯვებული კი ალთუნაშვილის გუნდი გამოვიდა, რომელმაც მეტოქე 0-3 დაამარცხა. გოლები ბალომ, ატანგამ და კოიზეკმა გაიტანეს.
სტატისტიკური ვებ-გვერდის Sofascore-ის მიხედვით კიტეიშვილმა 6.2 შეფასება დაიმსახურა, ალთუნაშვილმა კი - 6.8.
7 ტურის შემდეგ ვოლფსბერგერს 13 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, მოქმედი ჩემპიონი შტურმი კი ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
კიტეიშვილის ანგარიშზე ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები