მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე ბაიერ ლევერკუზენს უმასპინძლა.
23-ე წუთზე სიმეონეს გუნდი კაცნაკლული დარჩა. პაბლო ბარიოსმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რთულ ვითარებაში ჩააგდო.
სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ტაიმის კომპენსირებულ დროში ისარგებლეს და პედრო ჰინკაპიმ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე ხულიან ალვარესის გოლით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.
76-ე წუთზე სტუმართა მხრიდან გოლის ავტორმა, ჰინკაპიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივი წონასწორობა მოედანზე აღდგა.
ყველაფერი მატჩის ფრედ დასრულებისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და როხიბლანკოს 3 ქულა მოუპოვა.
სიმეონეს გუნდი 15 ქულით ცხრილში მე-3 ადგილზეა, ლევერკუზენი კი 13 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვდეს და პლეიოფის პირდაპირ 1/8 ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდოს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები