Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ვერ იძლევა გარანტიას, რომ მომავალ სეზონშიც ლივერპულის ფეხბურთელი იქნება.
ფეხბურთელს 2025 წლის ზაფხულში მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.
ინგლისელის უფასოდ დამატების სურვილს მადრიდის რეალს აწერენ.
„ჩემი მომავალი? ერთადერთი, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ მინდა, ამ სეზონში ლივერპულის ფეხბურთელი ვიყო." - აღნიშნა ტრენტმა.
ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, რეალს ალექსანდრ არნოლდი ძალიან მოსწონს, თუმცა მასთან არანაირი კავშირი ჯერ არ დაუმყარებია. თუ იანვრისთვის მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, მადრიდელები მასთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები