სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
10 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმი მიიჩნევს, რომ მანჩესტერმა ტოტენჰემს თამაშით აჯობა.
კარაბაო თასის 1/4 ფინალში პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდი ტოტენჰემთან 3:4 დამარცხდა.
„მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშს გამოვეთიშეთ, რთული მომენტი იყო. მთლიან მატჩს რომ გადავხედოთ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ მეტოქემ მომენტები უკეთ გამოიყენა. წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიჭებმა იბრძოლეს.
თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ბურთს მუდმივად ვფლობდით. თუმცა, ბოლო პასი და ბოლო დარტყმა გვაკლდებოდა.
დღეს არ შემიძლია თქმა, რომ კმაყოფილი ვარ. ამაზე ხვალ ვიფიქრებ და მეტის თქმა შემეძლება. დღეს დავმარცხდით, ამაღამ ყველაფერი უნდა გავაანალიზო, ხვალ კი ამ თამაშში მეტი დადებითის დანახვა შეგვეძლება.
არ შეიძლება ფიქრი, რომ თუ ტიტულს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ხანგრძლივი გზა გვაქვს გასავლელი და ჩვენი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. თუმცა, არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება." - აღნიშნა ამორიმმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები