უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ლიონთან საოცარი ქამბექის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა პრესასთან ისაუბრა.
"99 წლის სეზონის (მანჩესტერის ტრებლი) დოკუმენტურს ვუყურებდი ინსპირაციისთვის. ეს დიდებული ღამე იყო.
ვფიქრობ, გუნდი დაღლილი იყო და ეს თამაშის დროს იგრძნობოდა. 4:2-ზე ყველამ იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ აქ დამთავრებული არასდროს არაფერია.
ჰარი მაგუაირის საჯარიმოში ჩასვლა იმიტომ ვცადეთ, რომ ის ერთადერთია, ვისაც თავით გოლის გატანა შეუძლია.
ასევე კობი მეინო, მას ბოლო ტრავმების გამო სისწრაფე აკლია, მაგრამ სიმჭიდროვეში კარგია და მას აქვს ასეთი გოლების გატანის უნარი. ეს ყველაფერი ვცადეთ და ხანდახან ეს მუშაობს, კარგი დღე გამოვიდა.
მეინოსა და მაგუაირის გოლების დროს სტადიონზე რა ხმაც იყო, საუკეთესო ხმაა რაც გამიგია. მინდა, რომ სულ ასე იყოს. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო.
ატლეტიკთან ყველაფერი შესაძლებელია, ეს უკვე ვნახეთ. რა თქმა უნდა, მეტოქე ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ აქ ბრძოლისთვის ვართ. თუნდაც იდეალურ ფეხბურთს არ ვთამაშობდეთ, ჩვენ ხასიათის ჩვენება შეგვიძლია.
უნდა გავრისკოთ და პრემიერ ლიგაში ბავშვები ვათამაშოთ, კონცენტრაცია ევროპა ლიგაზე გვექნება და გულშემატკივრებმა უნდა გაგვიგონ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
VIDEO: სრული სიგიჟე და წლის საუკეთესო მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერი 1/2 ფინალშია