-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დააანონსა, რომ კლუბი ამ ზაფხულს აღარავის დაიმატებს.
„მცველის დამატებას არ ვაპირებთ, შემადგენლობა დახურულია და არავინ აღარ შემოგვიერთდება.
ვალეხო დაგვიბრუნდა, ალაბაც გამოჯანმრთელდება. გარდა ამისა, აკადემიის ფეხბურთელებსაც ვადევნებთ თვალს.
ვფიქრობ, არც არავინ დაგვტოვებს, რადგან წასვლა არავის არ სურს. დიდებული შემადგენლობა გვყავს." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ამ ზაფხულს რეალი კილიან მბაპემ და ენდრიკმა შეავსო, კლუბი კი ტონი კროოსმა, ნაჩო ფერნანდესმა, ხოსელუმ და რაფა მარინმა დატოვეს, ეს უკანასკნელი გასულ სეზონში ალავესში იჯარით ასპარეზობდა და რეალს სეზონის ბოლოს დაუბრუნდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები