მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ვინისიუს ჟუნიორის გარშემო არსებულ ჭორებზე ჰკითხეს.
"საუდის შემოთავაზებები? შემიძლია გითხრათ, რომ ვინისიუსს უნდა, რომ დარჩელს და რეალში ტიტულები მოიგოს.
თუ მოთამაშე რეალიდან საუდიში მიდის? მე ფეხბურთში ყველაფერი მესმის, მაგალითად ტონი კროოსის გადაწყვეტილება, მაგრამ ვინისიუსს უნდა, რომ დარჩეს და დიდება აირჩიოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ესპანური AS-ის მიხედვით, საუდის არაბეთიდან მზად არიან რეალს 300 მილიონი ევრო, ხოლო თავად ვინისუს ჟუნიორს ანაზღაურების სახით წლიური 200 მილიონი ევრო შესთავაზონ.
ბრაზილიელს სამეფო კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები