მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლიგა 1-ს 21-ე ტურში პსჟ-მ მონაკო გაანადგურა.
პარკ დე პრენსზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ვიტინიას მე-6 წუთზე გატანილ გოლს ზაკარიამ თავისი გოლით 17-ზე უპასუხა.
წინ გასვლა პარიზელებმა 54-ე წუთზე შეძლეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრედლი ბარკოლასგან პასის მიღების შემდეგ, მცველი ელეგანტურად გაასრიალა და პსჟ-ს მაისურით თავისი სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
აქედან სამ წუთში უსმან დემბელემ პარიზელთა უპირატესობა გაზარდა, 90-ე წუთზე კი დუბლიც მიითვალა და საკუთარი პოზიციები ლიგა 1-ს ბომბარდირთა დავის სათავეში კიდევ უფრო გაამყარა.
კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა, შემდეგ კი ადგილი გონსალო რამოშს დაუთმო.
პსჟ-მ 53 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან მარსელს უკვე 13 ქულით უსწრებს, მონაკო 37 ქულით მესამეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები