-
Aa
+
ფონტის ზომა
ისლამ მახაჩევთან ბრძოლიდან ჩახსნის შემდეგ, არმან ცარუკიანმა განცხადება გააკეთა.
ოფიციალური მიზეზით, სომეხმა მებრძოლმა წონის კლების ფინალურ ეტაპზე ზურგის დაზიანება მიიღო.
„დიდი მწუხარებით ვუცხადებ ყველას, ზურგის ტრავმის გამო ჩემი UFC 311-დან ჩახსნის ამბავი სიმართლეა.
ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემს საბრძოლო კარიერაში მიმიღია. მინდა, UFC-ს ყურადღებისთვის მადლობა გადავუხადო და მოუთმენლად ველი მომავალში ჩემი პირველი UFC-ს ქამრისთვის ბრძოლის შანსს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის." - წერს ცარუკიანი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ცარუკიანს ამ ბრძოლაში ბრაზილიელი რენატო მოიკანო შეცვლის, რომელიც UFC-ს მსუბუქწონიანთა რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები