ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი ამბობს, რომ თუკი მისი გუნდი სტანდარტული მდგომარეობებისას თამაშს არ გამოასწორებს, ოთხეულში მოხვედრა შეუძლებელი იქნება.
"ვიცით, რომ ფეხბურთში სტანდარტული მდგომარეობების მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამ საკითხითა და მსგავსი სიტუაციებისას ჩვენი შედეგებით, ასე გაღიზიანებულებიც სწორედ ამიტომ ვართ.
წინა სეზონის ნახევარი ისე გავიარეთ, რომ სტანდარტულიდან ერთი გოლიც არ გვქონდა გაშვებული, წელს კი ვართ იქ, სადაც ვართ და ეს დიდი იმედგაცრუებაა.
ასე ვიტყოდი, რომ სტანდარტულებისას მსგავსად თამაშის პირობებში, ოთხეულსა თუ ხუთეულში მოხვედრაც შეუძლებელი იქნება, ჩემპიონობაზე რომ აღარაფერი ვთქვა", - აცხადებს სლოტი.
მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით, ლივერპულს სტანდარტულებიდან 11 გოლი აქვს გაშვებული, თავად კი მხოლოდ 3 გაიტანეს.
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები მომდევნო თამაშს 27 დეკემბერს, ამ ტურნირის ბოლო დეკადების ერთ-ერთ უსუსტეს გუნდ ვულზთან ენფილდზე გამართავენ.