სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო საკალათბურთო ტურნირმა და პირველი ტურის მატჩებიც უკვე ჩატარდა.
მთავარი მოლოდინი, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრების მიმართ იყო, რომელიც პირველ შეხვედრაში სერბეთს დაუპირისპირდა. ამერიკელებმა მეტოქე 110-84 დაამარცხეს.
გამარჯვებულ გუნდს კევინ დურანტმა და ლებრონ ჯეიმსმა ულიდერეს. დურანტმა 23 ქულა მიითვალა, მან 9-დან 8 ბურთი ჩააგდო თამაშიდან, საიდანაც 5-დან 5 სამქულიანი იყო.
შთამბეჭდავი იყო ლებრონის სტატისტიკაც - 21 ქულა, 7 მოხნსა, 9 შედეგიანი გადაცემა.
სერბეთის ნაკრებიდან გამორჩეული ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დღეს კიდევ ერთ მატჩში ოლიმპიადის დებიუტანტმა სამხრეთ სუდანმა პუერტო რიკოს 90-79 მოუგო.
პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები კი ასე დასრულდა.
ავსტრალია 92-80 ესპანეთი
გერმანია 97-77 იაპონია
საფრანგეთი 78-66 ბრაზილია
საბერძნეთი 79-86 კანადა
A ჯგუფს 2-2 ქულით ავსტრალია და კანადა ლიდერობენ, თითო ქულა კი საბერძნეთსა და ესპანეთს აქვთ.
B ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ 2-2 ქულა გერმანიისა და საფრანგეთის ანგარიშზე, ბრაზილია და იაპონია კი თითო ქულით არიან.
C ჯგუფს სათავეში აშშ და სამხრეთ სუდანი ჩაუდგნენ, პუერტო რიკო და სერბეთი კი 1-1 ქულას დასჯერდნენ.
3 ჯგუფიდან ჯამში 8 გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე. ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
მეორე ტურის მატჩები 30-31 ივლისს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები