სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ქართველმა შემტევმა ეს ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა და ამ შედეგით თანარეკორდსმენი გახდა. აქამდე 4-ჯერ თვის საუკეთესო მოთამაშედ მხოლოდ პაულო დიბალა იყო დასახელებული.
კვარაცხელიამ მილანის პორტუგალიელი შემტევის რაფა ლეაუს შედეგიც გააუმჯობესა, რომელსაც ეს ჯილდო 3-ჯერ ჰქონდა დამსახურებული.
სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ფეხბურთელებს 2019 წლის სექტემბრიდან გადაეცემათ. პირველად ეს წოდება ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა, რომელიც მაშინ ფიორენტინაში თამაშობდა.
ყველაზე მეტჯერ კი ეს ჯილდო შემდეგმა მოთამაშეება მიიღეს:
ხვიჩა კვარაცხელია - 4
პაულო დიბალა - 4
რაფაელ ლეაუ - 3
ჰაკან ჩალჰანოღლუ - 2
პაპუ გომესი - 2
რუსლან მალინოვსკი - 2
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი - 2
ვიქტორ ოსიმენი - 2
კრიშტიანუ რონალდუ - 2
დუშან ვლაჰოვიჩი - 2
ეროვნების მიხედვით კი საქართველო სერბეთთან ერთად მე-4 ადგილს იყოფს.
არგენტინა - 8
იტალია - 7
პორტუგალია - 5
საქართველო - 4
სერბეთი - 4
ბელგია - 2
საფრანგეთი - 2
ნიგერია - 2
სენეგალი - 2
თურქეთი - 2
უკრაინა - 2
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები