სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში უემბლიზე ინგლისის ნაკრებმა საბერძნეთი მიიღო. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ჯორჯ ბალდოკის ხსოვნას მიეძღვნა.
საბერძნეთის ნაკრებისა და პანათინაიკოსის ფეხბურთელი 31 წლის ასაკში საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ბალდოკი ინგლისში იყო დაბადებული და წლების განმავლობაში ინგლისურ გუნდებშიც თამაშობდა, მათ შორის 7 წელი შეფილდ იუნაიტედში. ასე რომ, ორივე მხარისთვის ჯორჯი კარგად ნაცნობი და ძვირფასი ადამიანი იყო.
რაც შეეხება შეხვედრას, მატჩის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი კი სწრაფი გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა მეტოქის საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და ჯორდან პიკფორდის კარი აიღო. მან სტუმრები დააწინაურა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა. რა თქმა უნდა, მან გოლი ბალდოკს მიუძღვნა.
მატჩის ბოლომდე ბერძნები ანგარიშის მხრივ უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა 87-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ჯუდ ბელინგემის დარტყმული კარის ბადეში აღმოჩნდა და ინგლისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. თითქოს სამი ლომი მოგებაზეც უნდა წასულიყო, მაგრამ მათ საბოლოოდ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხეს.
94-ე წუთზე ინგლისელთა საჯარიმოში ვანგელის პავლედისი კვლავ კარგად გაერკვა სიტუაციაში და დუბლის შესრულება მოახერხა, საბერძნეთმა კი უემბლიზე სენსაციურად იმარჯვა და ჯგუფშიც გალიდერდა.
ბერძნებმა, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ჯორჯ ბალდოკის ხსოვნას მიუძღვნეს.
B ლიგის მე-2 ჯგუფს 3 ტურის შემდეგ 9 ქულით საბერძნეთი ლიდერობს, მე-2 ადგილზე ინგლისია 6 ქულით, მესამეზე ირლანდია - 3 ქულით, ფინეთს კი 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები